კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე - ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული...

მამუკა მდინარაძე – ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას

ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული.

მარტივი პრინციპია, ერთი მხრივ, უფლებები დავიცვათ და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთ-ერთი პრობლემა გახდა:

ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია.

ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ ან მოუწევთ ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...