კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე...

“მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა” – პაატა მანჯგალაძე

ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით ყველა საჯარო მოხელემ თუ სხვა პირებმა ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას ეს არის ღალატში თანამონაწილეობა რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ:

ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ გაიხსნება, გარდა ამისა შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა ნათელი დადასტურებაა ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის.

შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი. სწორედ ამიტომ მინდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემ თუ სხვა პირებმა ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.

ხელისუფლების აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს გაწირვაზე სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს ქართველებისგან საბოლოო დაცლაზე.

ამიტომ ყველას ვურჩევ გაიაზრონ ეს საფრთხეები და უარი თქვან ქვეყნის მიზანმიმართულ ღალატში თანამონაწილეობაზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება საქართველოს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...