ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

30% – ეს არის “ქართული ოცნების” მაქსიმუმი და თუ ასე გააგრძელებენ, შეიძლება უფრო დაბალი შედეგიც კი ჰქონდეთ – გიორგი ვაშაძე

მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდისგან შემოთავაზებული მოდელი 100/50 ადგილებით და მანდატით ვაჭრობაა, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია:

100/50-ზე მოდელი – ეს არის ადგილებით და მანდატებით ვაჭრობა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა და ის სააჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს სჭირდება. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“  თუთიყუშებივით დაიწყეს გამეორება, თითქოს 60% იღებდნენ. გარანტიას ვაძლევ 30%- ეს არის მათი მაქსიმუმი და თუ ისე  გააგრძელებენ, როგორც იქცევიან, შეიძლება უფრო დაბალი შედეგი ჰქონდეთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული