ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"მე მგონი, ვერც ხვდებიან, რომ დღეს, ფაქტობრივად, ისინი...

“მე მგონი, ვერც ხვდებიან, რომ დღეს, ფაქტობრივად, ისინი ისტორიაში ფილიპე მახარაძის და ორჯონიკიძის როლს ასრულებენ” – გიორგი გახარია მმართველი პარტიის ლიდერებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ ერთხელ გვქონდა გამოცდილება დამოუკიდებლობის – 2018-2021 წლებში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა შეძლეს ის, რომ საქართველოს ეს პერსპექტივა მოუკლეს. იმიტომ, რომ მაშინდელი პირველი რესპუბლიკაც აბსოლუტურად ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული რესპუბლიკა იყო.

დღეს, ეროვნული მოძრაობის ბოლო ფაზის შემდგომ, ჩვენ, პირველად 30 წლის განმავლობაში კი არა, საუკუნეების განმავლობაში, ისე ახლოს მივედით ევროკავშირის, ევროპის კართან, რომ არ ვყოფილვართ არასდროს, ვერც ვიოცნებებდით.

მეტსაც გეტყვით, ეს კარი ღიაა, გვეუბნებიან – ,,გაატარეთ ეს 9 პუნქტის რეფორმა, ჩაატარეთ ნორმალური არჩევნები და მეორე დღეს თქვენ დაიწყებთ მოლაპარაკებებს გაფართოების შესახებ”. ამ ცივილიზაციურ არჩევანს, დღეს, ვიღაცები, მე არ მინდა უბრალოდ… რომლებიც, მე მგონი, ვერც ხვდებიან, რომ დღეს, ფაქტობრივად, ისინი ისტორიაში ფილიპე მახარაძის და ორჯონიკიძის როლს ასრულებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...