საპროკურორო საბჭომ, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, გენერალური პროკურორობის კანდიდატურის შესარჩევად ფარული კენჭისყრა ჩაატარა. კენჭისყრის შედეგად 12 წევრიდან 11 მომხრით შერჩეული იქნა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
როგორც ცნობილია, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც (10 ხმა) იყო. მასთან ერთად შეირჩა პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატი – სოფიო შენგელია (9 ხმა), ვალერიან ვაჭარაძე (8 ხმა) და დარიკო თორდია (7 ხმა).
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა. განაცხადი გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე სულ 17-მა პირმა შეიტანა.
