პარასკევი, აპრილი 19, 2024

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს

საპროკურორო საბჭომ, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, გენერალური პროკურორობის კანდიდატურის შესარჩევად ფარული კენჭისყრა ჩაატარა. კენჭისყრის შედეგად 12 წევრიდან 11 მომხრით შერჩეული იქნა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.

როგორც ცნობილია, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც (10 ხმა) იყო. მასთან ერთად შეირჩა პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატი – სოფიო შენგელია (9 ხმა), ვალერიან ვაჭარაძე (8 ხმა) და დარიკო თორდია (7 ხმა).

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა. განაცხადი გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე სულ 17-მა პირმა შეიტანა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული