კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი,...

“ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს” – კახა კალაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ან ევროპულ მომავალს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა – შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი კიდევ უფრო გამყარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა.

რაიმეს ხომ არ ვიგონებ – იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?

ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...