შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი...

კახა კალაძე: “მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი”

ყველა ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს:

ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკური სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცას შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კანონპროექტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები მოისმინოს და მასზე იმსჯელოს:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, ღია პლატფორმაზე გამართონ დისკუსია, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ამისთვის ყველა მზად ვართ, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ მოვუსინოთ და ვიმსჯელოთ.

ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ მაგივრად შეიძლება სხვები იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...