სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში რუსული კანონის რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე” – პაატა მანჯგალაძე

ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები

გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში რუსული კანონის რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე.

ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში.

შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, ვნახეთ ჩვენ შარლ მიშელის, ნატოს გენერალური მდივნის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებები, რომ ეს კანონი პირდაპირ ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ წარმატებით ჩააბარა თავისუფლებისა და ღირსების ტესტი და ახლაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ჩადგა ანტიქართული საქმისა და მტრის სამსახურში.

ვანახოთ ჩვენი ძალა მტერს და ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების სიყვარული მოყვარეს!

ამიტომ დღეს ყველანი რუსთაველზე საქართველოსთვის!

საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული