ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები30 000 სამუშაო ადგილი - სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში...

30 000 სამუშაო ადგილი – სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში “საქართველო რეგიონის ტექნოლოგიურ დედაქალაქად” განვითარების გეგმა წარადგინეს

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში რიგით მერვე პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინეს, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებასა და 30000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე და სტრატეგია „აღმაშენებლის“ ავტორი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს:

„ტექნოლოგიები, რის გარეშეც თანამედროვე განვითარება ფაქტობრივად აღარ არსებობს. ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც ყველა განვითარებული თუ განვითრებადი ქვეყანა  აღწევს ძალიან დიდ წარმატებას. სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში და მას უკვე ეწეოდა კერძო სექტორიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩებით იგივე სომხეთს, აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, ბელორუსზე, აზერბაიჯანზე. „საქართველო რეგიონის ტექნოლოგიური დედაქალაქი“ – ეს პროექტი გულისხმობს დაახლოებით 30000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას, შემდეგ ოთხ წელიწადში, რისთვისაც ჩვენ მართლაც ამბიციური გეგმა შევიმუშავეთ’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე აქცენტი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და წარმატების გარანტიებზე, სამეცნიერო ინოვაციებზე, ტექნოლოგიებსა და განათლების ხარისხზე გაკეთდა, რადგან ცოდნის კაპიტალი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. სტრატეგიის გუნდის მიერ მომზადებული 5 მეგა პროექტი ქვეყანაში წარმოებას გააძლიერებს, უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს და რაც მთავარია ახალგაზრდა ტალანტების ქვეყანაში დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...