პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე!"...

“ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე!” – პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას, კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს:

,,რუსეთში, როცა მსგავს კანონს იღებდნენ, არ მალავდნენ, პირდაპირ, რომ ამ კანონის მიღების მიზანი არის დასავლეთის, როგორც სტრატეგიული მტრის ინტერესების და გავლენის შემცირება.

თქვენ რა მიზნით იღებთ ამ კანონს? იცით? აგიხსნათ ვინმემ? ვინმე დაგელაპარაკათ? იცით მართლა, გააზრებული გაქვთ რას აკეთებთ, რას უკეთებთ ჩვენს, საქართველოს მომავალს?!

ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე! თუ ასე არ არის, მაშინ ერთი ქვეყანა მაინც დაასახელეთ ევროკავშირიდან, რომელიც მიესალმება ამ კანონის მიღებას.

მერე იძახიან – ,,ცალ ფეხზე დგომა, ცალ ფეხზე დგომა”. მესმის, რომ ვერ დადგებით ცალ ფეხზე. იმიტომ, რომ მუხლზე დგახართ! არავინ დგას ცალ ფეხზე – ჯერ ერთი, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ! რატომ? – იმიტომ, რომ პირისპირ არ დარჩეს საქართველო მტრის აგრესიის წინააღმდეგ!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს” – კახა...

კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა. თბილისის...

“მესმის რომ ძალიან მამაცი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზურა გარეთ უფრო საჭიროა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით” – ნანა კაკაბაძე

ე.წ. "არაბული ინვესტიციების" თუ "არაბული ქალაქების" თემას, სოციალურ ქსელში,...

“დღევანდელი თანამდებობა არ არის მამუკა მდინარაძის წარმატების მწვერვალი, მას კიდევ ყველაფერი წინ აქვს!” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...