შაბათი, აპრილი 20, 2024

ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ჩვენ პროექტს ქვა ქვაზე არ დარჩება – თეა წულუკიანი

ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის თაობაზე ოდირიდან მოსული დასკვნის შეფასებისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციასთა მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდისას მომხდარი კონკრეტული ამბავი გაიხსენა და ოპონენტები უცოდინარობაში დაადანაშაულა:

ამ დასკვნაში წერია ის, რასაც ჩვენ, აქ დავარღვევ მე შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემ მიერ ნათქვამი, რაც დღეს წერია ოდირის დასკვნაში.

როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ქირქილი.

დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობასო.

ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინარობა, ისიც ვერ გაიგო სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავის მხრივ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტარი გიგა ბოკერია მწვავე შეფასებებით გამოდის ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ:

საჯაროდ ვიმეორებ უკვე თვეებია მეც, მთლიანად ოპოზიცია და საზოგადოების გზავნილია ეს, რომ დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად გონს მოეგებიან ყველა მისი კლოუნები წულუკიანის ჩათვლით, დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა და რეპრესიები. ეს არის ჩვენი საჯარო გზავნილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული