ორშაბათი, ივნისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარმა...

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამართეს პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრეს არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემაზე, რაც ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით უნდა განხორციელდეს:

წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ  გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ “კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს” – განაცხადეს ზემოაღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გაკეთდა განცხადება “ქართულ ოცნებაში”:

ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ყველა მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, თუნდაც ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საუბარი და საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები. უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკო: “პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე”

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს  2024...

“რის იმედად გადიხართ არჩევნებზე?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...