ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: რატომ არის ეს კანონი რუსული, ხომ...

კახა კალაძე: რატომ არის ეს კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა? – იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო, რაც სრული სიგიჟეა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრპროექტს აკრიტიკებს, ერთ არგუმენტსაც ვერ ასახელებს, თუ რატომ არის აღნიშნული დოკუმენტი რუსული და რატომ ეწინააღმდეგება ის საქართველოს ევროინტეგრაციას.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, პირველ რიგში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესის გამტარებელია:

საზოგადოება ხედავს, რაც ხდება რეალურად. ამდენი დღის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროპას, ევროკავშირში გაწევრიანებას. რამეს არღვევს? – ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თუ რატომ არის პრობლემა? ერთი არგუმენტი ხომ შეიძლება წარმოადგინონ? ხომ შეიძლება ახსნა? ვერავინ ხსნის ამ ყველაფერს. არგუმენტები არ გააჩნიათ და იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო. აბსოლუტურად გაუგებარია და სრული სიგიჟეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მათ, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით.

ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, იმიტომ, რომ რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ. საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით.

რომელმა ნორმალურმა, გონიერმა ადამიანმა შეიძლება იკადროს ის, რაც თქვენ იკადრეთ მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამბობდით, ამ სიტყვების მოსმენას გვერჩივნა, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. აღარ მინდა გავაგრძელო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...