ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "საკურას ყვავილობის დღეები" გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება კინცუგის – დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდება.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება.

ღონისძიების დრო: 13-14 აპრილი, 12:00-18:00 საათი

საკონტაქტო პირი: სოფიო მეტრეველი – 595 625 620

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...