spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 აპრილის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 აპრილის პერიოდისთვის

12 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 13 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტის ბოლო და აპრილის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამასთან გამყარების ნიშნებით. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

9 აპრილი – 2.6777;
11 აპრილი – 2.6729;
12 აპრილი – 2.6720.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან 0.0011 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6709 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ბოლო დღეებში მოხდა გაუფასურებაც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

9 აპრილი – 2.9005;
11 აპრილი – 2.9038;
12 აპრილი – 2.8663.

ისევე როგორც წინა ვაჭრობაზე ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გამყარდა 0.0210 ლარით და 13 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8453 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3333 ლარი (გამყარდა 0.0158 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0826 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6772 (გამყარდა 0.0044 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5716 ლარი (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7875 ლარი (გამყარდა 0.0375 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9244 ლარი (გამყარდა 0.0041 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6904 ლარი (გამყარდა 0.0018 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2017 ლარი (გამყარდა 0.0101 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.0865 ლარი (გამყარდა 0.0137 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7419 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით).

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტისთვის მკვეთრი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა აპრილში და ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო სტაბილურობა გამყარების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

9 აპრილი – 2.8950;
11 აპრილი – 2.8667;
12 აპრილი – 2.8538.

რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმნიშვნელოდ 0.0035 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 13 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8573 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 აპრილის პერიოდისთვის

24 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...