ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ComCom-ის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს ექსპერტის რანგში პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ, ევროპის საბჭოს მედიის და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI), ასევე, ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის (MSI-eSEC) შეხვედრაში, როგორც ექსპერტული კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში, კომიტეტმა განიხილა ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელებისა და მომხმარებლების გაძლიერების შესახებ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც კომიტეტის მანდატის ამოწურვამდე უნდა მომზადდეს და წარედგინოს CDMSI-ის. ამასთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს როგორც კომიტეტის მიზნებსა და სამუშაო მეთოდებზე, ასევე უფლებამოსილების სფეროსა და 2024-2025 წლებში განსახორციელებელ გეგმებზე. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარის და ვიცე-თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისურაძე ექსპერტული კომიტეტის წევრად ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის 24-ე სხდომაზე, 31 ხმით იქნა არჩეული. კომიტეტი მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით, აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული