ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა" -...

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების დეტალები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა. გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp”-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის 10 აპრილს, სამართალდამცავი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...