კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ, რომ ლაზარეს დაუმტკიცონ ის, რასაც...

“ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ, რომ ლაზარეს დაუმტკიცონ ის, რასაც აბრალებენ და წინა პროცესზე ეს ძალიან ნათლად ჩანდა” – თამთა კალანდაძე

7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე სააგენტო ,,პარალელთან” ემოციურ შეფასებებს აკეთებს შვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

  • ლაზარეს რამდენჯერმე გადადებული დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა თუმცა მოსამართლეს განაჩენი არ გამოუცხადებია, რა კომენტარს გააკეთებდი ამ თემასთან დაკავშირებით?

– ხვალ იქნება განაჩენი, დადგა ეს ბედნიერი დღე, რომელსაც წელიწადზე მეტია ველოდებით, ძალიან გაგვიჭიანურეს ეს პროცესი, ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ, რომ ლაზარეს დაუმტკიცონ ის, რასაც აბრალებენ და წინა პროცესზე ეს ძალიან ნათლად ჩანდა. ჩვენმა დაცვის მხარემ საკმაოდ კარგი პასუხი გასცა პროკურატურას.

არ ვიცი ხვალ რა იქნება და მოსამართლე როგორ განაჩენს გამოიტანს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოხარული ვარ, რომ ეს დღე დადგა. თუ გამამტყუნებელი იქნება განაჩენი აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ, სალომე ზურაბიშვილს. გამართლების შემთხვევაში სასიხარულო იქნება ეს ამბავი ალბათ ყველასთვის.

  • როგორ ფიქრობთ რა არის ლაზარეს 1 წლიანი პატიმრობის მიზეზი?

– 1 წლიანი პატიმრობის მიზეზი ის იყო, რომ სამაგალითოდ დაისაჯა ლაზარე, 7-8 მარტის აქციებზე იქ ყოფნის და რუსული კანონი გაპროტესტების გამო. აგერ კიდევ ხელმეორედ შემოვვიტრიალეს ეს კანონი და სჭირდებოდათ მათ განტევების ვაცი, ყველას ვერ დაიჭერდნენ, მაგრამ ლაზარე იყო მათი ტყვე და აშინებდნენ ახალგაზრდებს, აი გამოხვალთ და დაგემართებათ ის, რაც დაემართა ლაზარეს. მაგრამ არავის მათი არ ეშინია, ახალგაზრდები ძალიან შემართებით არიან და ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებისთვის, ჩვენ გვჭირდება ევროპა და ჩვენ არ გვჭირდება რუსეთი და არაფერი რუსული.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...