spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი...

ComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების პროექტ „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერების დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ორ დღიანი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ცნობიერება, სოციალური ქსელების თავისებურებები, მედია და ინფორმაციული წიგნიერება, ასევე, კიბერკონფლიქტები და ჰიბრიდული ომი. სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა და ტრენერის სტატუსი მიენიჭა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს კი, კომუნიკაციების კომისია მისცემს შესაძლებლობას, ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩაერთონ და სკოლებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში სემინარები დამოუკიდებლად ჩაატარონ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 170-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 3700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ამზადებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...