ორშაბათი, მაისი 26, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"საქართველოს გზა ევროპაშია!!!" - როინ ქოჩორაშვილი, ფეხბურთელ გიორგი...

“საქართველოს გზა ევროპაშია!!!” – როინ ქოჩორაშვილი, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გამოაქვეყნა – ,,ბავშვი ევროკავშირის დროშით”, რომელიც თავდაპირველად გიორგი ქოჩორაშვილმა instagram-ის გვერდზე ატვირთა, რასაც შემდგომ როინ ქოჩორაშვილის მხრიდან ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება მოჰყვა:

,,საქართველოს გზა ევროპაშია!!!” – წერს როინ ქოჩორაშვილი

ინფორმაციისთვის: გუშინ, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობა – ,,თავისუფლების მარში” გაიმართა.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული სტატუსისა და ფოტოს გავრცელების შემდეგ ფეხბურთელ, გიორგი ქოჩორაშვილის instagram გვერდი საძიებო ველში გაქრა – სავარაუდოდ გვერდი წაშლილია ან გაუქმებულია. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ერთ-ერთი მოსაზრებით, ევროკავშირის მხარდამჭერი სტატუსის შემდეგ, გარკვეულმა ე.წ.-მა ტროლ-ბოტებმა ფეხბურთელის instagram გვერდზე დარეპორტების კამპანია აწარმოეს, რის გამოც აღნიშნული ფოტოები და პირადი პროფილის ხილულობა შეიზღუდა.

მოგვიანებით, როინ ქოჩორაშვილმა, მეორე სტატუსიც გამოაქვეყნა:

,,ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!” – წერს როინ ქოჩორაშვილი.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარში, ნეგატიური კონტექსტის მატარებელი შეფასება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ:

,,რა გიკვირთ? რატომ გიგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის? ხო, ,,ნაცია”. როინ ქოჩორაშვილი არის ,,ნაცი”, გახარიას პარტიის წარმომადგენელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ორგანიზაცია "საერთაშორისო...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკოსები ჩვენი ემოციების მძევლებად…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პოლიტიკოსების მიერ ბრძოლის სხვადასხვა გზას მიესალმება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – ბაჩანა...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების თუ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში,...