შაბათი, ივნისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ამ კანონის შემოტანა "ქართული ოცნების" მხრიდან არის ღია...

“ამ კანონის შემოტანა “ქართული ოცნების” მხრიდან არის ღია უარი ქვეყნის ევროპულ მომავალზე” – თეონა აქუბარდია

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდია სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ დაინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

,,კანონი, რომლის უკან შემობრუნება ,,ქართულმა ოცნებამ’’ თავისივე სიტყვის უკან წაღებით წამოიწყო, მიუხედავად იმისა, რომ წელსაც, როგორც შარშან სრულიად დასავლეთი, ევროკავშირი, ნატო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კვლავ მოუწოდებენ ,,ქართულ ოცნებას’’, რომ ეს კანონი არ მიიღონ, რადგანაც ეს არ არის ის დემოკრატიული პრაქტიკა, რითიც ქვეყანა შეიძლება გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი და ამ კანონით ფუნდამენტური უფლებები, რომ ირღვევა ეუთოს დასკვნით არის კიდევ ერთხელ დადასტურებული.

ამ კანონის შემოტანა არის ღია უარი, მიუხედავად საარჩევნო პერიოდის დადგომისა, ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მაშინ, როდესაც 9 რეკომენდაცია უნდა შეგვესრულებინა და გაწევრიანების მოლაპარაკებები დეკემბერში დაგვეწყო, ამ უკუსვლით საქართველოს დიდი ხნით აშორებენ ევროპულ მომავალს და ამაზე პასუხი არის ხალხის მხრიდან გასაცემი და არა მხოლოდ პოლიტიკოსების’’,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს” –...

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს...

“აი, ამ სიგიჟეს ირაკლი კობახიძე ლამის ყველა თავის ინტერვიუში იმეორებს და უთქვამს პოლიციის დღეზე”...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის პოზიციას - "ძალზე მასშტაბული ძალადობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...