ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უფლებამოსილების მინიჭებისა და განსაზღვრის შესახებ”: შორენა ლობჟანიძის, მარინა ბერსენაძე-კაციტაძის და ნანა ხომასურიძის საკანონმდებლო წინადადება

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა შორენა ლობჟანიძემ, ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ, მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ და ნანა ხომასურიძემ ერთობლივად მიმართეს საქართველოს პარლამენტს საკონენმდებლო წინადადებით: ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უფლებამოსილების მინიჭებისა და განსაზღვრის შესახებ“:

,,საქართველოში საჯარო დაწესებულებები, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, საკუთარი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად ქმნიან დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებს: საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ), რომელთა საქმიანობის კონტროლი ფაქტიურად შეუძლებელია. ორგანიზაციები, რომლებიც არსებითად საჯარო საქმიანობით არიან დაკავებულნი და დიდწილად ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სათანადოდ არ ექვემდებარებიან საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელ კანონმდებლობას, რაც ქმნის მათი ბოროტად, კორუფციული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს.

სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე ყოველწლიურად მსუყედ ფინანსდება ბიუჯეტიდან, იზრდება მათი რაოდენობა, თანამშრომლების რიცხვი და ხარჯები, ხოლო მათი გამჭვირვალობა და, შესაბამისად მონიტორინგის მექანიზმები, კვლავ ფაქტიურად შეუძლებელია, რაც წარმოშობს სერიოზულ კორუფციულ რისკებს, რომელთა სამართავად ქმედითი ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები არ ტარდება.

შედეგად, ისეთ სფეროებში, რომლებშიც ოპერირებენ სამინისტროები ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, ფაქტობრივად მათივე ფუნქციის შესასრულებლად იქმნებიან დაწესებულებები, რომლებიც გამჭვირვალობის შეუდარებლად დაბალი სტანდარტით საქმიანობენ და მათი მხრიდან ხშირია ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებსაც ეწირება ასეულობით სიცოცხლე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან (ა(ა)იპ), რომელთა უშუალო საქმიანობას წარმოადგენს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია.

ყოველივედან გამომდინარე, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა ერთობლივად, საკანონმდებლო წინადადების სახით მივმართეთ პარლამენტს, რათა საქართველო კანონმდებლობობით დარეგულირდეს და დეტალურად გაიწეროს ქვეყნის ფარგლებს შიგნით მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების დეტალურად გაწერილი უფლებამოსილებები“ – განაცხადეს საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული