სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ფეხბურთელებზე: ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და...

კახა კალაძე ფეხბურთელებზე: ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას.

თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე.

თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთლებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ.

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებულია ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...