პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია საქართველოს ევროპერსპექტივებთან დაკავშირებით ნეგატიურ მოლოდინებზე საუბრობს:
“ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია, მეგობრებო.
არ უნდა “ქართულ ოცნებას” კანდიდატის სტატუსი, მეგობრებო. “აწყობს-შმაწყობს” ლოგიკა და საერთოდ არანაირი ლოგიკა არ მუშაობს, როცა დაკვეთებს რუსეთიდან იღებ და ასრულებ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკ გვარამია.