spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა "სქაიტელი" მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა

ComCom-მა “სქაიტელი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სქაიტელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ კი, აბონენტისთვის ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისთვის სანქცია დააკისრა. 2024 წლის მარტში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც, ComCom-მა დაადგინა, რომ „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი კომპანიასა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.

საჩივრის დაფიქსირების შემდგომ, ComCom-მა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანი ტესტი ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ აბონენტს ინტერნეტი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიეწოდებოდა, კერძოდ, ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 527 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა <150 მილიწამს, ამასთან ერთად კი, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 3599 მილიწამს, ხელშეკრულების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი <600 მილიწამი უნდა ყოფილიყო.

გამომდინარე იქედან, რომ „სქაიტელის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა და 10 დღის ვადაში მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...