ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს,...

“ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული! მიგვიღებთ-მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ-არ მიგვიღებთ” – მეუფე იაკობი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) მედიასთან კომენტარს აკეთებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით:

,,ატყდა ამბავი, ზოგი შეშფოთდა, მაგალითად, ზოგი – NATO-ს გენერალურ მდივანზე ვიტყვი, იმან ,,ვეწინააღმეგებიო”. შე დალოცვილო, შენამდე რომ NATO-ს გენერალური მდივნები იყვნენ, მივეღეთ საქართველო რა მაშინ!

ევროპის ქვეყნები რომ წუხდებიან, თვითონ ხომ იციან, რომელი გვბლოკავდა, რომ არ შევსულიყავით? ევროკავშირისკენ რომ აღარ გაგვეხედა?! მივეღეთ და დღეს ხომ ამდენ კანონებზე და რაღაცებზე საუბარი ხო არ გვექნებოდა?! ჩვენც ვიქნებოდით ისე.

ახლა გვაცადეთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. მადლიერები ვართ რასაც აკეთებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე ჩვენი მოტანილია და არავინ დაგვაყვედროს.

კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ. თავიანთ ქვეყანაში, ვისაც რა უნდა, ის კანონი მიიღოს. ჩვენსას ჩვენ მივხედავთ.

ეს კანონი თურმე საშიში ყოფილა… ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მიგვიღებთ-მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ-არ მიგვიღებთ.

პოლიტიკოსებს რომ უყურებთ, სულ ისე არიან, თუთიყუშები არიან – ,,რუსეთი, რუსეთი, რუსული კანონი” იძახიან და ამ დროს თვითონ არიან შინაგანად რუსები…”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...