“გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს”, – ამის შესახებ “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძე აცხადებს რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით “ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა:
“როგორც ჩანს ივანიშვილი და ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეები კიდევ უფრო გააბოროტა საქართველოს წარმატებებმა ევრო ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ფეხბურთში ჩვენი ბიჭების გამარჯვებებმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ, რაც დეფაქტო ევროკავშირის წევრობას ნიშნავს და რუსული კანონის მიღებით ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა
გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს.
საქართველო ევროპაა და ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ, ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე!” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს