ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 6-8 აპრილის პერიოდისთვის

5 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 6 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თვის შუა პერიოდში მკვეთრი გაუფასურებაც კი მოხდა, შემდგომ დღეებში, თვის ბოლოსკენ კი, სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, სახეზე იყო ლარის ცვალებადი კურსი, სტაბილურობისა და გამყარების ნიშნებით. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

2 აპრილი – 2.6897;
3 აპრილი – 2.7055;
4 აპრილი – 2.6840;
5 აპრილი – 2.6834.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან საგრძნობლად 0.0050 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6784 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ბოლო დღეებში მოხდა გაუფასურებაც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

2 აპრილი – 2.8998;
3 აპრილი – 2.8796;
4 აპრილი – 2.8912;
5 აპრილი – 2.9139.

წინა დღის ვაჭრობისგან განსხვავებით ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა 0.0121 ლარით და 6 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9018 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. და ეროვნული ვალუტა, საგრძნობი გაუფასურებების შემდეგ, ასევე საგრძნობი გამყარება მოხდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3834 ლარი (გამყარდა 0.0146 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0837 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6896 (გაუფასურდა 0.0017 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5744 ლარი (გამყარდა 0.0046 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.8939 ლარი (გამყარდა 0.0087 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9658 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7029 ლარი (გამყარდა 0.0069 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2156 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1435 ლარი (გამყარდა 0.0705 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7694 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით).

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტისთვის მკვეთრი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო სტაბილურობა გამყარების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

2 აპრილი – 2.9094;
3 აპრილი – 2.9013;
4 აპრილი – 2.9097;
5 აპრილი – 2.9098.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0115 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 6 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8983 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული