კვირა, ოქტომბერი 26, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არ ზრუნავთ სამუშაო ადგილების შექმნაზე?! რატომ არაფერს...

“რატომ არ ზრუნავთ სამუშაო ადგილების შექმნაზე?! რატომ არაფერს საუბრობთ, რომ საქართველოში ასეთი დაბალი ანაზღაურებაა?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრისას, საუბრობს ქვეყანაში არსებულ დაბალ ხელფასებზე და კონკრეტული მონაცემებს ასაჯაროებს იმასთან დაკავშირებით, თუ ძირითადად რა ხელფასებია ცალკეული პროფესიების თანამშრომლებზე:

,,საქართველოში ასეულობით ათასი ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვთ ხელფასები, რომ ისინი ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენენ. ჩვენ დღეს ვთხოვეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგლებთან ერთად გვინდოდა წარმოგვეჩინა თუ რა რეალობაში ცხოვრობს საქართველო. კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუსაძლისს ხდის ქვეყანაში ცხოვრებას და სწორედ ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან.

მე ჩამოგითვლით სხვადასხვა პროფესიებს და დაახლოებით ხელფასებს, რამდენი არის და აქ ამიტომ ვართ შეკრებილნი. მაგალითად მაღაზიის კონსულტანტი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული – 600–800 ლარი ხელფასი; ექთანი, რომელიც ყველას გვჭირდება სამედიცინო მომსახურების დროს – 450-დან 700 ლარამდე; არის შემთხვევა რეგიონებში, სადაც კიდვ უფრო დაბალია, მაგალითად სოფლის ექთნების ანაზღაურება და ასევეა ექიმების შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ რეგიონების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ ექიმებს; სკოლის პედაგოგები, რომელთა ანაზღაურება ვერაფრით ვერ გახდა ისეთი ღირსეული, რომ ნორმალურად აღზარდონ და ნორმალური პირობები ჰქონდეთ სკოლაში; ბაღის თანამშრომლები – კატასტროფული სიტუაციაა მთელ საქართველოში – 500 ლარია საშუალოდ ხელფასი თბილისში ცოტა მეტი, რეგიონებში გვაქვს შემთხვევა მაგალითად ზესტაფონში 208 ლარი აქვს ბაღში აღმზრდელს ხელფასი ან გორში 432 ლარი, ასპინძა – 270 ლარი, გურჯანი – 138 ლარი; დამლაგებელი, ასევე ძალიან გავრცელებული დასაქმების ადგილია 300-ლარიდან – 700 ლარამდე, რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც 180 ლარზე მუშაობენ ადამიანები; მიმტანი – 700–800 ლარი საშუალოდ; მეეზოვეები 600-800 ლარი, რეგიონებში კიდევ უფრო დაბალი; დაცვის თანამშრომლები 300-800 ლარი; ბიბლიოთეკის და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები, ზოგადად ხელოვანები ძალიან დაბალია მათშიც ანაზღაურება; საქართველოს ფოსტა – 600-დან 1200 ლარამდე მერყეობს ანაზღაურება; მეხანძრე – მაშველები; გლოვოს კურიერები; ტაქსის მძღოლები, რომლებსაც თითქოს შედარებით მეტი აქვს შემოსავალი, მაგრამ ჯარიმებით იმხელას ართმევს სახელმწიფო, რომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე რჩებიან…

ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც, ასე ვთქვათ, სიმბოლურად წარმოადგენთ იმ პროფესიის წარმომადგენლებს.

მე ვეკითხები ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს – რატომ არის თქვენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხები მნიშვნელოვანი და იმ მთავარ პრობლემას, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ არაფერს ამ მიმართულებით არ აკეთებთ?! რატომ არ ზრუნავთ სამუშაო ადგილების შექმნაზე?! რატომ არაფერს საუბრობთ, რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი ანაზღაურება?! რატომ არის მაგალითად ბაღის პედაგოგების ანაზღაურება 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო დაბალი, ვიდრე მაგალითად სომხეთში, პედაგოგების ანაზღაურება იგივე?! რატომ ხდება ეს უსამართლობა?! და ამ პირობებში, რაზე გველაპარაკებით?! ისევ ,,რუსული კანონი’’ შემოგაქვთ, ისევ გინდათ, რომ საქართველო ევროპული განვითარების გზას აარიდოთ, რატომ ხალხნო?!’’, – განაცახდა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...

“მთავარია ბიძინა ივანიშვილს ყელში არ ამოუვიდეს ამდენი უმსგავსობა!!!” – ლალი მოროშკინა

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...