სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია...

“ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია არ იყოს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კონკრეტულ პრიორიტეტებზე აკეთებს აქცენტს:

,,ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია არ იყოს. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბავშვი რომელ და როგორ ოჯახში დაიბადა. იმისთვის სკოლა, განათლება, ჯანმრთელობა, ელემენტარული კვება თანაბარი უნდა იყოს. ახლა ხდება უსამართლობა.

ეკონომიკა მართლა იზრდება და ბევრჯერ მითქვამს, რომ – იზრდება. ეს ყველაფერი მიდის და ნაწილდება რამდენიმე ოჯახის ჯიბეში. საბოლოო ჯამში, იმ ხალხში ვინც, სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის მომსახურე პერსონალია.

არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ნება უნდა იბიძოს და ეს ფული უკან დააბრუნოს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ღარიბ და ღატაკ ქვეყანაში, როდესაც მშობლები იმას ფიქრობენ, შვილს რა აჭამონ ან მშობლების ნაწილი ევროპაში და უცხოეთშია გადახვეწილო, იქ შრომობს, რომ შვილები შეინახოს, ამ ქვეყანაში შენ რომ ხალხის ფულს ხელს კიდებ, ეგ დანაშაულზე მეტია!

ეს არის ღალატი. არ შეიძლება ესეთი რაღაცების პატიება. თორემ, ჩვენ ნორმალურ ქვეყანას ვერასოდეს ავაშენებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...