კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ლაზარე სინამდვილეში არის "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული ბინძური...

“ლაზარე სინამდვილეში არის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი და არა 7-8 მარტის მოვლენების დამნაშავე – ის არის 7-8 მარტის მოვლენების გმირი” – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ლაზარე გრიგორიადისთან და ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ კანონპროექტის შესახებ:

  • 1 წლის წინ ამ კანონის მიღებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი დაკავებულია, რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტებს?

– ლაზარე სინამდვილეში არის ,,ქართული ოცნების’’ მიერ წარმოებული ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი და არა 7-8 მარტის მოვლენების დამნაშავე, პირიქით ის არის 7-8 მარტის მოვლენების გმირი და ის სამიზნედ აირჩია ღარიბაშვილმა და ,,ქართული ოცნების’’ რეჟიმმა. ამიტომ ზის დღეს ლაზარე გრიგორიადისი ციხეში და სინამდვილეში არანაირი კავშირი მას ამ ბრალთან არ აქვს.

  • ,,ქართულმა ოცნებამ’’ დააინიცირა კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ე.წ. ,,აგენტების კანონი’’. რა კომენტარს გააკეთებდით ამის შესახებ:

რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება უკვე გათვიცნობიერებულია ამ საკითხში და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც ღელავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რომლებსაც უნდათ ამ ქვეყანაში ნორმალური ევროპული სტანდარტები, ევროპული ცხოვრება და მათ შორის ევროპული ცვლილებები ხელისუფლების ცვლილების კუთხით, არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...