spot_img
მთავარისხვადასხვაბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება,...

ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას – კახა კალაძე

კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე – tbilisi.gov.ge შესაძლებელი.

ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე თანამედროვე ატრაქციად იქცა, რაშიც დედაქალაქის მერია ჩართულია – მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და შევძლოთ კონკრეტული არეალების ასეთი ნამუშევრებით მოხატვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში 100-მდე ასეთი ნამუშევარი შეიქმნა და თბილისის მერია თითქმის ყოველთვის ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების მონაწილეა.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 30-მდე კედელი, წელს კი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.

ასევე, თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „ნიკოს“ ეგიდით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანს შეემატა 50-ზე მეტი ნამუშევარი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. ასევე, სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივით, შარშან მოიხატა სამხატვრო აკადემიის კედელი, გაჩნდა საინტერესო ნამუშევრები ბუდაპეშტის ქუჩაზე და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...