სამშაბათი, ივლისი 1, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: "რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო...

დიმიტრი ხუნდაძე: “რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა”

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების პასუხად.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასწორი ციფრები წარმოადგინეს სხდომაზე.

მათ მინდა ვკითხო, თუკი საზოგადოების ბედი მართლა აწუხებთ, რატომ იყო: სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი, საშუალო ხელფასი 2, 5-ჯერ ნაკლები, პენსია 2-4-ჯერ ნაკლები? ემიგრანტთა რიცხვი 5-ჯერ მეტი, პატიმარი 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის? ისინი ამ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დემოგრაფიაზე.

წარსულს შევახსენებ, რომ მათ გააუქმეს მრავალშვილიანი დედის სტატუსი, გაყიდეს საბავშვო ბაღები და რაც ვერ გაყიდეს, ის ფასიანი გახადეს. დეზინფორმაციას თავი დაანებეთ, თუმცა მე შემიძლია ბატონ როზნერს მადლობა ვუთხრა, რომ თქვენი, როგორც მატყუარების სახე უფრო კარგად გამოფინა და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ამოცნობადი გახდით“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...