სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანა ახლა არის "ნაცების" გამარჯვების...

“ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანა ახლა არის “ნაცების” გამარჯვების აღიარება” – იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ განმეორებით დაინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

,,ჩემი აზრით, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანა ახლა არის ,,ნაცების” გამარჯვების აღიარება. იმიტომ, რომ ,,ქართული ოცნების” ტაქტიკამ, დისკუსიები გადასულიყო ჩხუბში, ვერ გაამართლა ლგბტ თემაზე, იქედან გამომდინარე, რომ ,,ნაცები” ამას არ აყვნენ და მხოლოდ დამცინავი იუმორით შემოიფარგლებოდნენ.

დღესაც, დაახლოებით იგივე ამბავია – შემოტანილია ეს კანონი იმისთვის, რომ ჩხუბი ატყდეს პარლამენტში და ,,ქართულმა ოცნებამ” კომფორტულ გარემოში იგრძნოს თავი. იმიტომ, რომ ქართული დისკუსიები არ არის ,,ოცნებისთვის” კომფორტული გარემო.

შესაბამისად, მე მოვუწოდებ ოპოზიციას, ,,ნაც. მოძრაობას”, ალეკოსაც, ყველას, რომ ჩვენ არ ავყვეთ ამ პროვოკაციას იმიტომ, რომ ეს არის პროვოკაციული ცვლილება, რათა გამოიწვიოს ჩხუბი და არა საქმიანი დისკუსიები.

და მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ კარგად დაიმახსოვროს ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება”. როგორ უკან მიაქვს ის ქართველი ხალხის ნაშრომი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასულ წელს გამოიმუშავა. 26 ოქტომბრამდე უნდა მივიტანოთ ეს გაბრაზება, რაც სრულიად სამართლიანად, დღეს აქვს ქართველ ხალხს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...