ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
9.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი,...

საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია – კახა კალაძე “ვეტინგის” სისტემის შემოღებაზე

საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს მათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „ვეტინგის სისტემის“ საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

მისი თქმით, ამ თემაზე ატეხილი ხმაური არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი დაიბრუნონ.

თბილისის მერი წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჟამინდელსა და მაშინ არსებულ სისტემებს შორის რადიკალური სხვაობაა:

რადიკალურად, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეგვიძლია, მივიღოთ ამაზე პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთაც აქვთ სურვილი, დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ამ ყველაფერს მართავდნენ თავად.

ყველაფერი ცხადია, ნათელია, ვიცით, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი კარგად გაანალიზა, ყველაფერს კარგად ხვდება და არქმევს თავის სახელს.

საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სისხლი დავღვარეთ ამისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ.

საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ბელორუსი?! – კადიროვის ჩეჩნეთია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი,...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...