ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუქარის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ი.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.

სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...