შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი...

გიორგი ვაშაძე: “რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში?”

მინდა უმრავლესობის წევრებს დავუსვა კითხვა – თქვენ, რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? თქვენ 600 ლარით შეძლებდით თქვენი ოჯახის შენახვას?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ვისი ხელფასიც 600 ლარამდეა, რეალურად უმუშევრად ითვლება, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე, აღნიშნული თანხით ცხოვრება უჭირს.

დღეს საქართველოში 150 ათასზე მეტ ადამიანს 600 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. დღეს საქართველოში უმუშევარია 261 ათასი ადამიანი. გაზრდილი ფასების პირობებში, ფაქტობრივად, დაბალი ხელფასი უმუშევრობის ტოლფასია, რადგან ვერაფერს ყიდულობს ადამიანი. სწორედ ამიტომ არის, რომ 800 ათასი ჩვენი თანამემამულე, თქვენი მმართველობის პირობებში, ქვეყნიდან გავიდა.

მე კითხვას გისვამთ – რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში? რა კანონები მიიღო პარლამენტმა იმისთვის, რომ ინვესტიციები შემოსულიყო? მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო?

ეს არის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს. უმრავლესობის წევრებს მინდა მივმართო, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომლებსაც ხალხი გისვამთ.

უამრავ წერილს ვიღებ და დარწმუნებული ვარ, თქვენც იღებთ წერილებს, სადაც ხალხი გწერთ, რომ გაუსაძლისია ქვეყანაში ცხოვრება, არაფერში არ ყოფნით ხელფასი, რომელიც აქვთ და 600 ლარად დასაქმებული ადამიანი ვერ ჩაითვლება რეალურ დასაქმებულად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...