ორშაბათი, მაისი 26, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"მოკლედ, საინტერესო პერიოდი იწყება თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში" -...

“მოკლედ, საინტერესო პერიოდი იწყება თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ზურაბ ბატიაშვილი

თურქეთში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს ანალიტიკური შეფასებებით ეხმიანება, რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი:

ბოლო 22 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ თურქეთის მმართველი პარტია მარცხდება არჩევნებში.

ამაში გადამწყვეტი როლი ეკონომიკურმა პრობლემებმა შეასრულა.

ოფიციალურად მას ადგილობრივი არჩევნები ჰქვია. თუმცა, ყველა ხვდება, რომ ის გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა და ამ შედეგებს სერიოზული გავლენა ექნება ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

რა თქმა უნდა, სტამბოლში გამარჯვებულ ოპოზიციონერ მერს ექრემ იმამოღლუს ექნება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ამბიცია. მაგრამ მანამდე ის სტამბოლის მერობიდან უნდა გადადგეს და ოპოზიციურ პარტია CHP-ს ჩაუდგეს სათავეში.

და უნდა დავაკვირდეთ აქამდე ჩრდილში მყოფ მაგრამ ახლა მესამე ადგილზე გასულ კონსერვატიულ პარტიას “Yeniden Refah”, რომელმაც წაიღო მმართველი პარტიის ხმები. იდეოლოგიურად ისინი (მმართველი პარტია და “Yeniden Refah”) ერთ პლატფორმაზე დგანან და თავის დროზე ერთიანი პარტიაც იყვნენ.

შედარებით ცუდი შედეგი აჩვენეს ნაციონალისტურმა პარტიებმა და პროქურთულმა ძალებმა. მაგრამ ამ პარტიების შემთხვევაში გადამწყვეტი ის ფაქტორი იყო, რომ ეს ადგილობრივი არჩევნებია.

ხვალ-ზეგ თურქეთის მოქალაქეების მთავარი საკითხი ისევ ეკონომიკური სირთულეები იქნება, რამაც ეს შედეგი გამოიწვია და რომლებიც ადვილად და მოკლე ხანში ვერ მოგვარდება.

მოკლედ, საინტერესო პერიოდი იწყება თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკოსების ერთწლიან “სროკებზე” ამხელა დრამები მქრინჯავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკოსების დაპატიმრების თემას კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი...

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა...

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“17 მაისს რომ 1989 წლის 9 აპრილთან ასოცირებულ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” უკრავენ, მაგაზე უფრო...

"ოჯახის სიწმინდის დღისადმი" გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალურ ფონად სიმღერის -...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...