spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრას ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე გაუძღვა, რომელმაც სტუდენტებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის უპირატესობები და უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნები დეტალურად გააცნო. ლექციაზე ასევე განხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით უკვე შვიდ უნივერსიტეტში ჩატარდა და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა “სელფი მობაილმა” მიიღო და 5G ინტერნეტი უკვე ბაკურიანსა და გუდაურში დანერგა.

5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...