ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.03-01.04 პერიოდისთვის

29 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თვის შუა პერიოდში მკვეთრი გაუფასურებაც კი მოხდა, შემდგომ დღეებში კი იყო მეტნაკლები სტაბილურობა, გამყარების ნიშნებით. გასულ კვირაში კი სახეზე იყო ლარის ცვალებადი კურსი. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

26 მარტი – 2.7003;
27 მარტი – 2.7055;
28 მარტი – 2.7084;
29 მარტი – 2.6978.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან საგრძნობლად 0.0025 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6953 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ბოლო კვირაში დაფიქსირდა მკვეთრი გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

26 მარტი – 2.9215;
27 მარტი – 2.9374;
28 მარტი – 2.9337;
29 მარტი – 2.9112.

წინა დღის ვაჭრობისგან განსხვავებით ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა 0.0049 ლარით და 30 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9063 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. და ეროვნული ვალუტა, საგრძნობი გაუფასურებების შემდეგ, ასევე საგრძნობი გამყარება მოხდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4007 ლარი (გამყარდა 0.0028 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0833 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6912 (გაუფასურდა 0.0038 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5844 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.8365 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9905 ლარი (გაუფასურდა 0.0102 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7331 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2316 ლარი (გამყარდა 0.0030 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3162 ლარი (გამყარდა 0.0134 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7812 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით).

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტისთვის მკვეთრი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო სტაბილურობა გამყარების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

26 მარტი – 2.9124;
27 მარტი – 2.9195;
28 მარტი – 2.9233;
29 მარტი – 2.9177.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0066 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 30 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9111 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული