კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პარტნიორი და ვისაც კოალიციას შევუკრავთ, ეს იქნება...

“ჩვენი პარტნიორი და ვისაც კოალიციას შევუკრავთ, ეს იქნება ქართველი ხალხი!” – გიორგი გახარია

ტვ ,,პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში ,,რეაქცია” პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია განცხადებას, თუ ვისთან შეიძლება შეკრას კოალიცია, საჭირო მომენტის დადგომის დროს:

  • ინგა გრიგოლია: პირდაპირ უნდა გითხრათ, მაინც ეჭვია, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილს შეგულებული ჰყავხართ, როგორც ერთგვარი სათადარიგო გეგმა. თუ ,,ქართული ოცნება” უმრავლესობას ვერ აიღებს – არის პარტია, არის ლიდერი გახარიას სახით, რომელიც შეუკრავს მას უმრავლესობას. მიპასუხეთ პურდაპირ – თუ ,,ოცნება” არჩევნებს ვეღარ იგებს, დადგება ასეთი მოცემულობა, რომ არის შანსი კოალიცია გააკეთოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და გაუშვათ ხელისუფლებიდან ,,ქართული ოცნება”. საით დადგებით თქვენ – ივანიშვილს შეუკრავთ კოალიციას თუ ოპოზიციას?!

 – გიორგი გახარია: მე რატომ მისვამთ ამ შეკითხვას? თვლით, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ,,ნაცების” და ,,ოცნების” გარდა პარლამენტში მოხვდება, ჩვენ ვართ?

  • ინგა გრიგოლია: შეიძლება მეც მაქვს ეჭვი, რომ თქვენ შეიძლება მართლა ბიძინას კაცი იყოთ, ამიტომ არ ვუსვამ ამ კითხვას სხვას და გისვამთ თქვენ.

– გიორგი გახარია: ეჭვმიტანილი ვარ?

  • ინგა გრიგოლია: დიახ, ეჭვმიტანილი ხართ ბიძინა ივანიშვილთან ამ ტიპის გარიგებაში.

– გიორგი გახარია: გაითვალისწინეთ ერთი რამ – მე ვარ ყველაზე არაკომფორტული, კოალიციის კონტექსტში კი არა, პარტნიორი ერთისთვისაც და მეორესთვისაც. მე ეს ძალიან კარგად ვიცი.

  • ინგა გრიგოლია: არაკომფორტული კობახიძისთვის და ღარიბაშვილებისთვის შეიძლება, მაგრამ ივანიშვილისთვის ხართ?

– გიორგი გახარია: თქვენ როგორ ფიქრობთ, კობახიძის ან ღარიბაშვილის კომფორტზე ვფიქრობ საერთოდ?! ერთიც ფეხებზე მკიდია და მეორის კომფორტი ხო, საერთოდ არ მაინტერესებს.

ამ კონტექსტში მარტივი გამოსავალი იქნება. ყველას აქვს ერთადერთი კითხვა, ყველა ცდილობს, რომ ჩვენ როგორმე გვათქმევინოს…

ჩვენი პარტნიორი და ვისაც კოალიციას შევუკრავთ, ეს იქნება ქართველი ხალხი!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...