კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის...

“მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში” – ნიკა გვარამია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლე განმარტებას აკეთებს პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია:

ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ:

ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული.

მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს თემა“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის: ორი დღით ადრე ნიკა გვარამიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე, მის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.

მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.

არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც🙂“, – წერდა ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...