კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო....

“არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ მაშინ ხარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, განცხადებას აკეთებს 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ საზეიმო ღონისძიებაზე, რესპუბლიკის მოედანზე ირაკლი კობახიძის მიმართვის დროს ნეგატიური ემოციების გამოხატვაზე:

,,ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა – არ არის ქართული საქციელი და თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ,,შეცვალე’’ ორგანიზაცია, რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება, იმიტომ რომ როგორც იცით უცხოური დაფინანსებები გაუმჭვირვალეა ჩვენს ქვეყანაში. დღეს გახლავთ სწორედ ნიკა გვარამიას გუნდის წევრები.

ზუსტად ეს ხალხი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თაობა, ასე ვთქვათ, თუ გუნდი არის, ვისაც უნდა რომ ჩააშხამოს. როგორი სულით ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს დაგეგმო, მერე განახორციელო და ამით თავი მოიწონო.

შეიძლება ვიღაც მოგწონდეს, ვიღაც არ მოგწონდეს, გძულდეს – ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ მაშინ ხარ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი.

ეს აჩვენებს სინამდვილეში რატომ უნდოდა ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია, რომ ყოფილიყო გარეთ’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...