კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილელა ჯეჯელავა: "ფულზე - არა, გულზე გადის ხალხთან...

ლელა ჯეჯელავა: “ფულზე – არა, გულზე გადის ხალხთან მისასვლელი გზა”

სოციალურ ქსელში, კონკრეტული მინიშნებებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

მე არ მესმის, ეგებ ვინმემ ამიხსნას: როცა ხალხი, რომლის მართვაზეც პრეტენზია გაქვს, სიხარულს გულში ვერ იტევს, როცა გამარჯვების ჟინით შეპყრობილი ერთ მუშტად იკვრება და ბედნიერებით ფრთებს გამოისხამს, ერთი სიტყვა არ გაიმეტო მოსაფერებლად, არ უთხრა, რომ შენც ბედნიერი ხარ, მათთან ერთად მეცხრე ცაზე ხარ სიხარულით.

არც ის არ მესმის, როცა ერს ტკივილისგან ცრემლი დამშრალი აქვს, როცა ადამიანებს პირდაპირი მნიშვნელობით გულები უსკდებათ მიწაში ჩატანილი ბავშვების ყურებით, არც მაშინ დაგცდეს სამძიმრის სიტყვა, არ თქვა, რომ შენც მათთან ერთად გისკდება გული, არ ანუგეშო დაზაფრული ერი და მოსრილი ოჯახები. ერის ჭირი თუ ჭირად არ გაჩნია, მისი სიხარული თუ გული არ გიცემს, ვინ ხარ მაშინ, რა გინდა ამ ერთან, რა გაკავშირებს ფული, რომელიც დახარჯე და ისევ მოიგებ?

ფულზე – არა, გულზე გადის ხალხთან მისასვლელი გზა.

ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც საქართველოა, აქ ცხრა ძმის და უცნობი სამასი არაგველის ხსსოვნას ინახავენ, აქ თორნიკე ერისთავზე პოემას წერენ, აქ მაინც ექვთიმე თაყაიშვილს განადიდებენ, მერე რა რომ დაკრძალვაზე მისვლა შეეშინდათ, აბა სოლომონ ისაკიჩებს მაშინაც დასცინოდნენ და ახლაც დასცინიან, ზურგს უკან, ჩუმად.

თუ რამეს არასწორად ვფიქრობ, ეგებ მითხრათ, ვინც არ მეთანხმებით!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...