სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა...

“წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება” – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთელი, ვილი სანიოლი ემოციურ კომენტარს აკეთებს ისტორიული მატჩის შემდეგ:

,,წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, თვეები, წლები.

წასვლამდე აქამდე არ მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, პროფესიონალებთან მუშაობა მიწევს და ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ამიტომ ბიჭებთან პენალტების წინ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ.

ქოჩორაშვილმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ პირველ პენალტს დაარტყამდა, რაც არ გამკვირდა – რადგანაც ძალიან ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და ნაკრებში მისი გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა – ის გუნდის ლიდერია. პენალტების დარტყმას ზოგადად ,,დიდი კვერცხები’’ სჭირდება.

ზოგადად, არ მინდა ფეხბურთელები გამოვარჩიო, მაგალითად დვალმა, ფანტასტიკურად ითამაშა და მისი შესრულებული პენალტი ამსახველია იმ თამაშის, რომელიც ჰქონდა.

ასევე უნდა გამოვყო ზუკა, მიქაუტაძეც, აუცილებლად უნდა ვთქვათ კვეკვესკირზეც – მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ ყველაზე მეტი იტირა. ბოლო დროს ნაკრებში ბევრი თამაში არ უწევს, მაგრამ უკანასკნელი მივიდა ბურთთან და გაიტანა – ეს აჩვენებს მის ძლიერ ხასიათს და უბრალოდ კარგი ისტორიაა.

დიდი მადლობა ბიჭებს!’’, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...