კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე მაგრები და ძლიერები ხართ! და ჩვენ ერთად...

“ყველაზე მაგრები და ძლიერები ხართ! და ჩვენ ერთად აუცილებლად გავათავისუფლებთ მიშას და მიშასთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის!” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ემოციურ მიმართვას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიის დასრულებისა და ხელმოწერების პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გადაცემასთან დაკავშირებით:

,,დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ასეთი ძლიერები და ასეთი ერთგულები.

მეგობრებო, დღეს დამთავრდა ჩვენი კამპანია და მართლაც უპრეცედენტო იყო მთელი ეს დღეები. ამ დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ვხედავდით რა ხდებოდა, როგორ იდგნენ ადამიანები რიგებში, რომ მოსულიყვნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ხელი მოეწერათ.

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის.

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე კარგად შეუძლია ამ ქვეყნის გამოყვანა ამ სიღარიბიდან, ამ უიმედობიდან, ამ ნიჰილიზმიდან, უპერსპექტივობიდან და აუცილებლად, ძალიან მალე ჩვენ მიშასთან ერთად დავამარცხებთ ჩვენს ქვეყანაში ამ სიღარიბეს, მასობრივ ემიგრაციას, ამ უპერსპექტივობას და აი ამ უიმედობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

მეგობრებო, ყველაზე მაგრები  და ყველაზე ძლიერები ხართ! და ჩვენ ერთად აუცილებლად გავათავისუფლებთ მიშას და მიშასთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის!

ჩვენ ვიცით, რომ მიშას თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავისუფლებასთან. ასე, რომ კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა და ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, იქამდე სანამ მიშა არ იქნება თავისუფალი და ჩვენ ერთად არ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას! მიყვარხართ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...