შაბათი, აპრილი 27, 2024

ხვიჩა კვარაცხელია: “ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კომენტარს აკეთებს 26 მარტს საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე:

,,ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს, ასე ვთქვათ, დავახმარ. იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები.

მნიშვნელობა არ აქვს იმ თამაშში გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, რომ საბრძოლოდ გავიდეთ მოედანზე და გამარჯვება მოვიპოვოთ.

იმ მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები, იმ დღეს, ჩვენ ვიქნებით. მათ [საბერძნეთის ნაკრებს] პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუხარდება საქართველოში ფინალის თამაში ამდენი გულშემატკივრის წინაშე”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ინფორმაციის: ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას, საქართველო – საბერძნეთი, საქართველო დინამო არენაზე 26 მარტს უმასპინძლებს. ნახევარფინალურ მატჩში კი, 21 მარტს, ქართველმა ფეხბურთელებმა ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული