კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე" - ლევან მურუსიძე

“მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე” – ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემისა და ,,ვეტინგთან” დაკავშირებით:

,,ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე.

,,ვეტინგთან” დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს – ალბანეთში და უკრაინაში, ახლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, ფაქტიურად, სპეცოპერაცია მოხდა და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ.

მაგალითად, ალბანეთში, ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი, ის თუ მენეჯმენტის მიერ ხდება არაკეთილსინდისიერად გამოყენება, იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ სურთ, რომ სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას.

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე და მოვუწოდებ ყველას – პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი – აქ რომ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმება იქიდანაც სჩანს, რომ ჩვენს ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი.

წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. პირდაპირ მიდის მოსამართლეების დევნა – დემონიზაცია. ანუ, ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეების გაყრა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...