ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ასეთ ქვეყანაში ბედნიერებისათვის ეტყობა არც განათლება მყოფნის...

“მე ასეთ ქვეყანაში ბედნიერებისათვის ეტყობა არც განათლება მყოფნის და არც კულტურა” – ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ემოციურად საუბრობს და მძიმე შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით:

ალბათ ნიჭი უნდა ბედნიერებისგან ფრთები გამოისხა, როცა ციფრები ამბობენ, რომ შენს გარშემო ყოველ მეშვიდე ბავშვს “შივა”, რომ წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილზე ვართ, რომ ყოველ მეორე პენსიონერს საპენსიო ვალი აქვს, რომ ასიათასობით მოქალაქეს (მგონი 360000) პრობლემური სესხი აქვს, რომ 1700000 ადამიანი ქვეყნიდან გადახვეწილია – უმრავლესობა საშოვარზე, რომ ყოველ დღე ვიღაც ქართველი მექსიკის უდაბნოს ჯოჯოხეთს გადის თავის წილი ბედნიერების მოსაპოვებლად, რომ თითქმის ყოველ დღე ნარკოტიკი ახალგაზრდების სიცოცხლეს გვპარავს, სახლიდან გამოსულს უპატრონო მშიერ-მწყურვალი ძაღლების ჯოგი გაცილებს, ტრანსპორტში ერთ ღიმილიან სახეს ვერ დაინახავ, ლექციაზე მისულს “ორ ნაბიჯში” ღამენათევი, კაპიკებისთვის გამოწურული სტუდენტი დაგხვდება.

მე ასეთ ქვეყანაში ბედნიერებისათვის ეტყობა არც განათლება მყოფნის და არც კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის რომ კაცის ბედნიერებას და ქვეყნის ბედნიერებას სხვადასხვა რამ განაპირობებს. თორემ მე შეიძლება ბედნიერად თავი მაშინაც ვიგრძნო, წაკითხულის გააზრება კი არა, რაც იფიქრეს, მაგრამ რომ არ დაწერეს, იმის ამიკითხვაც შემიძლია.😊

ღმერთმა ამრავლოს ბედნიერი ქართველები და ზუსტად ვიცი ეს ბედნიერება ჩემს კარამდეც მოაკაკუნებს მერე!🙏“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...